Tuesday 10 January 2017

ბლოგის შექმნის მიზანი

მოგესალმებით ჩემს ბლოგზე!



         მე გახლავართ ნანა მახათაძე, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი. ჩემი ბლოგი  ერთგვარი პორტფოლიოა, სადაც თქვენ იხილავთ ჩემ მიერ სასწავლო პროცესში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებს (რესურსებს, პროექტებს და ა.შ.) ვეცადე ყველა საინტერესო ინფორმაცია მარტივად მოსაძიებელი ყოფილიყო როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის.


 ბლოგის შექმნის მიზანი

  • ჩემი, როგორც მასწავლებლის, საქმიანობის აღწერა
  • ჩემი მოსწავლეების მიერ განხორცილებული აქტივობების ასახვა
  • ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების წარდგენა
  • მოსწავლეებთან, კოლეგებთან და მათემატიკით დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა